პროექტის აღწერილობა

ჩვენი მიმდინარე პროექტი, საცხოვრებელი სახლი პეტრე ქავთარაძის 1 -ლი შესახვევი N 3, ერთ-ერთი პირველი პროექტია რომელშიც სრულად დაცულია საქართველოს მთავრობის N 41 დადგენილება ,,შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების წესების’’ თაობაზე.

კორპუსი განლაგებულია, ცენტრალური ქუჩიდან 100 მეტრში, რაც სახლს  ზედმეტი ხმაურისა და გამონაბოლქვისგან იცავს.

მშენებლობისას ვიყენებთ უმაღლესი ხარისხის, უკვე აპრობირებულ საშენ-მასალას, თუმცა არ ვერიდებით ინოვაციებსაც. კედლების აწყობა ხდება, ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან დამზადებული, იზო ბლოკით. გარე კარ-ფანჯარა მონტაჟდება ალუმინის ენერგოეფექტური იზო პროფილით და შენობის  შეფუთვა  ხდება დათბუნების თანამედროვე საშუალებებით. რაც, კომუნალური გადასახადების 40%-ით დაზოგვის საშუალებას იძლევა.

 შენობის იერსახე გამოირჩევა თანამედროვე, დახვეწილი არქიტექტურით, რომელშიც ჰარმონიულადაა შერწყმული ბუნებრივი ქვისა და მეტალის ელემენტები. ყოველივე ეს, მაღალ სტანდარტზე და ესთეტიურობაზე მეტყველებს. საცხოვრებელი სახლი სრულად ადაპტირებული იქნება შშმ პირების გადაადგილების უზრუნველსაყოფად. მათთვის მოეწყობა ავტომობილის სპეციალური სადგომი, თანამედროვე ლიფტთან ახლოს. პროექტში ზედმიწევნით დაცული იქნება სახანძრო უსაფრთხოების ნორმები, დამონტაჟდება კვამლის საწინააღმდეგო დეტექტორები და ავტომატური ცეცხლმაქრი სისტემები. საცხოვრებელი კომპლექსის მიმდებარედ ფუნქციონირებს სპორტული მოედანი. ჩვენთვის ხარისხი უმნიშვნელოვანესია და ამიტომ მუდმივად ხდება შესრულებული სამუშაოების  და სამშენებლო მასალების ხარისხის კონტროლი.

ბინის არჩევა